"სახლ-კარს გართმევენ, ეს უკვე ნიშანია, რომ უნდა ვიომოთ. მე წამსვლელი აქედან არა ვარ" - მეჯვრისხეველები ოკუპანტების პირისპირ

გამოქვეყნდა:

საცხოვრებელი სახლები, სასაფლაო, საძოვრები - მეჯვრისხევის ათეულობით ჰექტარი ტერიტორია შესაძლოა  ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდეს.

სოფელში პატრულირებენ რუსი ფორმიანები, რომლებიც უკანონო ქმედებებს არ წყვეტენ. ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ხალხის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.  

ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სოფელში ​არსებული ვითარების გასაცნობად არავინ მისულა.

​"ამაზე მძიმე რაღა უნდა იყოს როცა საკუთარ ტერიტორიაზე შემოდიან და გართმევენ სახლსა და კარს. ეს უკვე არის ნიშანი, რომ უნდა ვიომოთ. მე წამსვლელი აქედან არა ვარ. დაგვიდგება მთავრობა გვერდში, დაგვიდგება, არადა ჩვენ ჩვენი ძალებით" ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი. 

ამ მძიმე ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ უკანონო ბორდერიზაცია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.  


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი