"მთავარი არსი ასახულია" - პაპუაშვილი რეზოლუციაზე, სადაც რუსეთი ნახსენები არაა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი თვლის, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, სადაც რუსეთი ოცნებას ნახსენებიც არ ჰყავს, "მთავარი არსი ასახულია" და ოპოზიცია შინაარსის ნაცვლად, ფორმებზე ფიქრითაა დაკავებული

"ამ ტექსტში მთავარი არსი ასახულია და მასზე არავინ დავობს. რაც შეეხება მის შინაარსს, ფორმებს, მთავარი პრობლემაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა და ასეთ რეზოლუციებშიც უფრო მეტად ხედავს საკუთარ დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინის თუ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს" აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება. მას მხოლოდ მმართველი პარტია აწერს ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი