"ოცნებამ" ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად ისევ გიორგი კალანდარიშვილს დაუჭირა მხარი

გამოქვეყნდა:

მმართველმა გუნდმა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად იურიდიულ კომიტეტზე, გიორგი კალანდარიშვილს მხარი ერთხმად დაუჭირა. საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილს და თენგიზ ცერცვაძე კენჭს უყრიან.

სავარაუდოდ, ცესკოს მორიგ ჯერზეც ქართული ოცნების მხარდაჭერილი თავმჯდომარე ეყოლება, რაც იმას ნიშნავს რომ კალანდარიშვილი ისევ 6 თვით უხელმძღვანელებს საარჩევნო ადმინისტრაციას.

რაც შეეხება ცესკოს პროფესიული წევრების შერჩევას, სესიაზე კენჭს ოთხივე კანდიდატს უყრიან, თუმცა "ოცნების" მხარდაჭერა ორ კანდიდატს - მაია ზარიძესა და გია ცაციშვილს აქვს.

ცნობისთვის, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. თუ კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. განმეორებით კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებს, როგორც ეს წინა ჯერზე, გიორგი კალანდარიშვილის არჩევისას მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი