ორხევის დასახლებაში მერიამ 7 საცხოვრებელი დაანგრია. მუნიციპალური ინსპექცია ადგილზე დილით გამოჩნდა. მოსახლეობა ამბობს, რომ გაფრთხილებულები იყვნენ, მაგრამ მათ მეტი საცხოვრებელი არ აქვთ, ამიტომ არ იციან სად უნდა წავიდნენ.
ადგილზე მცხოვრებლები მერიისგან და გამგეობისგან პასუხს ელოდებიან.
"ჩვენ არ გვყავს რეალურად მთავრობა, რომლესაც აქვს ლეგიტიმაცია. არ შეიძლება ამნაირ პირობებში ადამიანებს ესე ექცეოდე, იმ დროს როდესაც საცხოვრებელი არ აქვს და ცალხელა კაცს თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ, ეს არის გენოციდი ერის, იანვარია, გარეთ აგდებენ ამ ყინვაში ხალხს. როგორ გძინავთ სახლში მეგობრებო? სახლში როგორ ზიხართ? რა გაძლევთ ამის საშუალებას, რომ კომფორტის ზონიდან გვიყუროთ დღეს ჩვენ?", - ამბობს უფლებადამცველი.
ნგრევის მოლოდინში არიან აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებიც.
ამავე თემაზე: