
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე 3 მოწმე გამოიკითხა, რომლებმაც ბრალდებულებს, აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ავტომობილი მიაქირავეს.
სამივე მოწმემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რა პირობებში იქირავეს ბრალდებულებმა ავტომობილი, რომლითაც მკვლელობის შემდეგ დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.
შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, გასული წლის 15 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი შსს-მ 7 ოქტომბერს დააკავა.