მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის. მისი თქმით, ის ყოველთვის ასრულებს საკუთარ სიტყვას - საუბარია განცხადებაზე, "არა და არასდროს".

"ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, ამაში ვინმე თუ გადამარწმუნებს ... მაგრამ არ მგონია. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ვითარებას,“- განაცხადა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

"არა და არასდროს"  - ეს სიტყვები ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ორჯერ გაიმეორა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი