ტყის ფართობი 2019 წელს ნარმანიას ცოლის კომპანიასაც გადაეცა - ვალდებულებები ამ დრომდე შეუსრულებელია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ერთადერთი არ არის, ვისაც მთავრობამ ტყის ფართობი გადასცა. 2019 წელს, საბადურის ტყეში არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობი დავით ნარმანიას მეუღლის, თინა თინიკაშვილის კომპანიას გადაეცა.

სანაცვლოდ კომპანიას გარკვეული ვალდებულებები უნდა შეესრულებინა, კერძოდ კი 4 მილიონი ლარის ტურისტული ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვალდებულებები ამ დრომდე არ არის შესრულებული.

ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვენ, რომ ტყის ფართობი დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს სახელმწიფო მფლობელობაში, რადგან მათი გასხვისება, დაუშვებელია.

"დავით ნარმანიამ 10 ჰექტარი საბადურის ტყეში პირდაპირ გადაუფორმა თავისი ცოლის კომპანიას. ამ კომპანიას უნდა შეესრულებინა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები, უნდა შეექმნა იქ ტურისტული ინფრასტრუქტურა და ამის ნაცვლად, არაფერი გაუკეთებია. როგორც ჩანს, ინტერესი აქვთ, რომ საბოლოოდ ეს ტყეები თავის ოჯახებს დაუკანონონ, დაიწყონ გაშმაგებული მშენებლობები, რომ თავიანთ მილიონებს კიდევ დამატებით მილიონები შესძინონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე.

საბადურის ტყის მცველი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

"მთავარი არხი" კითხვებზე პასუხების მისაღებად თბილისის ყოფილ მერთან და სემეკის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან ცდილობს დაკავშირებას.

ამავე თემაზე:

"საჩუქარი" პრემიერის ცოლს | აგრესიული ტყის მცველები და თავდასხმა ოპოზიციასა და ჟურნალისტებზე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი