
სოფელ ჯუგაანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 68 წლის ლეილა ზედელაშვილს მისივე თანასოფლელი დაესხა თავს.
თავდამსხმელი ქალის საცხოვრებელი სახლის ეზოში იყო შესული, რა დროსაც მხარეებს შორის ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ამის შემდეგ კაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
გარდაცვლილს ჭრილობები კისრისა და თავის არეში ბლაგვი საგნით, ასევე, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა საშველად ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მეუღლეს დაუძახა, თუმცა ადგილზე მისულ ქმარს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მოგვიანებით სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კაცი წარსულში ნასამართლევია, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება შეწყალების აქტით დატოვა.
ამავე თემაზე: