"ქართლში" მცხოვრები დევნილები კონკრეტულ ვადებს ელიან - სამინისტროში შეხვედრა 11 თებერვალს ჩაინიშნა 

გამოქვეყნდა:

სანატორიმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ისევ არ აქვს პასუხი რა ვადებში მოხდება მათი განსახლება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 11 თებერვალსაა ჩანიშნული. შეხვედრას დაზარალებულების ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც დაესწრება.

ექნება თუ არა პესპექტივა დიალოგს - ეს უწყების პასუხზეა დამოკიდებული. თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, იძულებით გადაადგილებული პირები აქციებს განაახლებენ.

"ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრებდით და კონკრეტულად გავიგებდით რა სამოქმედო გეგმა არის რა ვადებში წარმოდგენილი სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა იმ შეხვედრაზე ამ დეტალების გაცნობის საშუალება არ მოგვცემია. თუ ისევ ისე აღმოჩნდება, რომ კონკრეტიკის გარეშე ჩაივლის ჩვენი შეხვედრა, ბუნებრივია, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ რაიმე რეალური წინადადებები ხელისუფლების მხრიდან ჩვენ მიმართ არ არსებობს", - ამბობს სანატორიმ "ქართლში" მცხოვრებ, თამარ საუთიევა.

ცნობისთვის, დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა ზურამ ქირიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სააგენტომ 27 იანვარს განაცხადა, რომ განსახლების პროცესი დაიწყო. უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, განსახლების ორივე მოდელით, 16-მა დევნილმა ოჯახმა უკვე ისარგებლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი