"სახეახეული ჩიქოვანი...ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილო" - ჩიქოვანი ოპოზიციას ისევ ემალება, პოლიცია მის კაბინეტს იცავს 

გამოქვეყნდა:

არჩილ ჩიქოვანის კაბინეტს ისევ პოლიციის კორდონი იცავს. სამართალდამცველები ოპოზიციონერებს არ აძლევენ საშუალებას ბათუმის მერს კონკრეტული შეკითხვები დაუსვან.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის დეპუტატები ჯერ ე.წ. ბრიფინგის ოთახში შევიდნენ, სადაც ელოდებოდნენ მერს, მალევე იქ ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, რომლებმაც ისინი ძალის გამოყენებით გაიყვანეს ოთხიდან.

პოლიციელები ამბობენ, რომ შეუვიდათ შეტყობინება, რომ მერიაში ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი და ამ შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ იქ.

ოპოზიციონერებს ე.წ. ჩინური კვარტლის მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვები მერ ჩიქოვანთან. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი