საჭიროება არ იყო, ჩვენთვის არავის მოუმართავს - აზარაშვილი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებები დაკმაყოფილდეს, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე უწყებისთვის ექიმებს არ მიუმართავთ.

"ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავეხმარებით როგორც ადგილზე ტრანსპორტირებაში, თუ სადმე არის ამის საჭიროება, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების იქნება თუ კვალიფიციური ექიმების კონსულტაციის, მაგრამ ამ დრომდე, რამდენადაც ვიცი ამის საჭიროება არ იყო და ჩვენთვის არავის არ მოუმართავს. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არაა, მზად ვართ", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტთან რუსთავის ციხეში ამ დრომდე ვერ შედის მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. არ შესრულებულა სახალხო დამცველის კონსილიუმის რეკომენდაციაც, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაეღოთ თავის ტვინი MRT-ს საშუალებით. მათი შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ერთი თვეა უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი