
„შეგიძლიათ მიმართოთ სატყეო სააგენტოს და გარანტიას გაძლევთ, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში, თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტს საიჯარო ვალდებულებით გადმოგცემთ“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ტყესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამტკიცებს, რომ 2020 წელს საქართველოში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ახალი სატყეო კოდექსი ამოქმედდა, რომელიც ტყით სარგებლობის უფლებებსა და უფრო მეტად კი ვალდებულებებს მოიცავს.
„ეს არ არის ჩუქება, ეს ვალდებულებაა, რომელშიც ყოველ წელს კანონმდებლობით განსაზღვრული, აუქციონის შედეგად დადგენილი მნიშვნელოვანი თანხა მოიჯარემ სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამავე თემაზე:
"არავინ არავის არაფერი აჩუქა, ეს ჩუქება არ არის" - დავითაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ტყეზე