
საგარეჯოს მერი დღეს ოპოზიციას დაემალა. ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი იქ განმარტებების მისაღებად მივიდნენ, თუმცა ოპოზიციის ლიდერები შენობაში არ შეუშვეს, რასაც ხმაური მოყვა.
საუბარია საგარეჯოს ცენტრში, უკანონოდ გაყიდულ ტერიტორიასა და ეკლესიის ნაცვლად, სავაჭრო ობიექტის მშენებლობაზე.
კერძოდ, სადავო მიწა ნაციონალური მოძრაობის საკუთრება იყო, პარტიამ ტერიტორია ადგილობრივებს ეკლესიის მშენებლობისთვის გადასცა, თუმცა გიორგი ერბოწონაშვილმა, რომელიც 2017-2021 წლებში იკავებდა ტერიტორია მეგობარს იჯარით გადასცა და ახლა იქ სუპერმარკეტი აშენდება.
ენმ-ს ლიდერებმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს და ყოფილი მერი სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს.