მზად ვართ ვითანამშრომლოთ ორივე პარტიასთან და შევთავაზოთ თანამდებობები - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ორივე პარტიასთან და შევთავაზოთ მათ თანამდებობები - აცხადებს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე, რომელიც დღეს აირჩიეს.

ნოდარ შეროზია პარტია "საქართველოსთვის" წევრია და მას მხარი დაუჭირა ენმ-მაც.

"წინასწარი მოლაპარაკებები არცერთ პარტიასთან არ გვქონია. ორი თვეა გრძელდება ეს მდგომარეობა და რუსთავის საკრებულო კრიზისშია შესული. მონაწილეობა არ მიიღო "ქართულმა ოცნებამ". მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ორივე პარტიასთან და შევთავაზოთ მათ თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და ასევე კომისიის თავმჯდომარეობის და ა.შ.",- თქვა ნოდარ შეროზიამ.

რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი