
ბათუმის მერია აუდიტის სამსახურის კრიტიკას პასუხობს. განცხადებაში წერია, რომ აუდიტის შემოწმება მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 2019-2020 წლების საქმიანობას ეხებოდა. მერია განმარტავს, რომ სამსახურის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა 9 ხარვეზი, რომელთა ნაწილი პანდემიიდან შექმნილმა მდგომარეობამ, ნაწილი კი სხვადასხვა ობიექტურმა გარემოებამ გამოიწვია.
უწყების ცნობითვე, დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესობა 2021 წლისათვის შესრულებულია, რეკომენდაციების ნაწილის შესრულება კი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დრომდე მიმდინარეობს.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმარტავს, რომ, სახელმწიფო აუდიტის შემოწმება ეხებოდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საქმიანობას 2019-2020 წლებში... სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად, მერიასთან აქტიური თანამშრომლობით გამოვლინდა მხოლოდ 9 მიმართულების ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით...
გაცემული 9 რეკომენდაციიდან უმეტესობა შესრულებულია და გამოსწორებულია, ხოლო ნაწილი მათგანის შესრულება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით... ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ასევე განმარტავს, რომ აუდიტის 9 რეკომენდაციიდან, რეკომენდაციების ნაწილი ეხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რის ირგვლივაც ქ. ბათუმის მერია ვერ გააკეთებს განმარტებას.
შესაბამისად, ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს საკრებულომ.ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც აუდიტის მიმდინარეობისას, ასევე დღესაც აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ასევე სხვა ორგანოებთან შესაბამისი მიმართულებებით არსებული გამოწვევების გადაწყვეტისა და გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმართვის მიზნით. - წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: