"მართლა რაღაც საომარი და საბრძოლველი რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება და ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ ძაან რომ მოგვინდეს და შევშინდეთ, და ასეთი არ დაგვემართება, ვერც სარფიდან და ვერც წითელი ხიდიდან"- მამუკა მდინარაძის განცხადება ბიუროს სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას განიხილავდნენ.
"ქართულ ოცნება" რუსეთს არ ახსენებს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს და შესაბამისად, რეზოლუციას მხარს არ უჭერს. ოპონენტების მოწოდებას ჩანაწერში ასახულიყო ქართული მხარის მკაფიო პოზიცია რუსულ აგრესიაზე, უმრავლესობა არ დაეთანხმა, რასაც კამათი და ხმაური მოჰყვა.
"ქართული ოცნებუს" რეზოლუციას დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ამ მომენტში პრინციპული პოზიცია მნიშვნელოვანია.