250 მილიონი უპირობო მორჩილებისთვის | "ოცნება" ბიუჯეტს მაღალჩინოსნების პრემიებზე ხარჯავს

გამოქვეყნდა:

250 მილიონი ლარი უპირობო მორჩილებისთვის - "ქართული ოცნების" მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მეოთხედი მილიარდი საკუთარი მაღალჩინოსნების პრემია-დანამატებზე დახარჯა.
 
კვლევა, რომელიც მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა სამინისტროების მიმართულებით პრემიებისთვის სწორედ ეს კოლოსალური თანხა გამოყო და დასაჯილდოებელთა შერჩევაც განსაკუთრებული სისტემით მოხდა. 

ყველაზე მეტად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი ძალოვანებს ემადლიერება. იმათ, ვინც განსაკუთრებული მონდომებით, სისასტიკით და შეკითხვების გარეშე არბევს საპროტესტო გამოსვლებს. 2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიებისთვის 80 მილიონი მიიღო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი