"ატკატები მივიდა ამ თავგოროხასთან, გაწკენტილი მამლაყინწა როა რიჟვაძე" - ბათუმში, მერიასთან და მთავრობის სახლთან აქციებია

გამოქვეყნდა:

ბათუმის მერიასთან უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცავები არიან მობილიზებული. გუშინ, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ ყოველდღიურად მოითხოვდნენ ბათუმის მერთან შეხვედრას.

დღეს დილიდან კი ბათუმის მერიაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. არჩილ ჩიქოვანის კაბინეტთან პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული და არავის უშვებენ. არის თუ არა თავად არჩილ ჩიქოვანი სამსახურში, ეს უცნობია.

აჭარის მთავრობასთან შეკითხვები აქვთ ხელვაჩაურის მოსახლეობასაც, რომლებიც ამჟამად იქ აქციას მართავენ  

ენმ-ს წევრები, საკრებულოს დეპუტატები მერთან შეხვედრას და აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს ითხოვენ, თუმცა მერი მათ გაურბის და პოლიციელებს ახვედრებს, რომლებიც დეპუტატებს მერიაში არ უშვებენ.

მსგავს შემთხვევას გუშინ მწვავე დაპირისპირება და პროტესტი მოჰყვა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი