"მას შეუძლია ნებისმიერი რაღაც განაცხადოს" - "ოცნების" პასუხი გუდკოვის დეპორტაციაზე 

გამოქვეყნდა:

შსს-მ გააკეთა ოფიციალური განცხადება, იმისი იქით აღარაფერს აღარ ვიტყვი, მას შეუძლია ნებისმიერი რაღაც განაცხადოს - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია, რომელსაც მისი დეპუტატები ახმოვანებენ საქართველოში, რუსი ოპოზიციონერის გუდკოვის არშემოშვებაზე.

მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქის შემოშვება/არშემოშვებაზე გადაწყვეტილებას შსს და სუს-ი იღებს. 

პუტინის რეჟიმთან მებრძოლი ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს და თბილისის აეროპორტიდან გააბრუნეს. შსს-მ განმარტა მუხლი, რის საფუძველზეც არ შემოუშვეს ის ქვეყანაში, თუმცა კონკრეტული იმ მუხლში არაფერი წერია.

გუდკოვს თბილისში ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი