
"ხაბემ რეკორდი მოხსნა სიცრუის ტირაჟირებაში" - ლევან ხაბეიშვილს საპარლამენტო სხდომაზე უპასუხა დეპუტატმა ზარქუამ და "იხუმრა", რომ ენმ-ს დეპუტატმა იმდენ ტყუილზე ილაპარაკა, რომ "დღეს 1 აპრილი" ეგონა.
ზარქუას გაღიზიანება გაძვირებულ მგზავრობასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ხაბეიშვილი "ვაჟბატონად" მოიხსენია და მიღწევად დაასახელა ლურჯი მიკროავტობუსები, ხოლო ყვითელ მიკროავტობუსებს ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო უწოდა.
ზარქუა ამტკიცებს, რომ შშმ პირები, პენსიონერები, მოსწავლეები, სტუდენტები შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობენ, "ზოგი 10 თეთრიანი ტარიფით, ხოლო ზოგიც კი უფასოდ"
ზარქუას არც მედია დავიწყებია და აღნიშნა, რომ "პარტიული ტელევიზიები მეტროში დარბოდნენ" და ხალს ეკითხებოდნენ, როგორ გადაიხდიდნენ მგზავრობის ფულს.
ზარქუამ დღეს მაღალჩინოსნების ცოლების ტყეებიც დაიცვა:
"ტყე გადასცესო, დროში აერია ეტყობა, მოიკითხე აბა შენი ბელადი როგორ გადასცემდა ერთ ლარად, როგორ ჩუქნიდა პარტიულ მუშაკებს ხან ტერორისთვის, ხან პარტიულ დავალების შესრულებისთვის, აქ საუბარია ღიად საჯარო აუქციონზე" - თქვა მან სხდომაზე.
გარდა ამისა მისი თქმით, ხაბეიშვილმა კიდევ ერთი ტყუილი თქვა, როდესაც კალაძე დაადანაშაულა 8 სართულიანი კორპუსის უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემაში:
"ხაბე, მოდი აგერ მოგცემ ჯიგარო, შენ რომ მუშაობდი მერიაში, სადაც ხელფასს და დანამატს იღებდა, შენმა მერმა უგულავამ გადასცა ეს მიწა" - მიმართა ზარქუამ ხაბეიშვილს და დოკუმენტი ააფრიალა.
ზარქუამ ულტიმატუმი წაუყენა ხაბეიშვილს, პოლიტიკიდან წავიდეს ის, ვინც ტყუილი თქვა:
"366 კვ 580-დან დიახ, 2010 წელს გაყიდა რეკრეაციული ზონა, ახლა გამოდი და თქვი სიმართლე, თუ მე ტყუილი ვთქვი, ბოდიშს მოვიხდი და წავალ პოლიტიკიდან, თუ არა და შენ წადი, მასხარა შენა. არ შეგარჩენ არც ერთ ტყუილს " თქვა ზარქუამ