NCDC-ის ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე - გამყრელიძე მწვანე პასპორტების გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

"ვაცნობიერებ, რომ მწვანე პასპორტი დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე" - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კითხვას, ეთანხმება თუ არა დოკუმენტის სავალდებულო მოთხოვნის გაუქმებას. 

მან ისევ გაიმეორა, რომ საკოორდინაციო საბჭოს შიდა დისკუსია გარეთ არ გამოაქვს. მისივე თქმით, საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს.

"მე ჩემი პოზიცია საკოორდინაციო საბჭოზე დავაფიქსირე. მე რამდენჯერ გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ მწვანე პასპორტი... მოგეხსენებათიყო საუბარიც სოციალურ ქსელში თერმო სკრინინგის გაუქმებაზეც სოციალურ ქსელში, NCDC-ს მიგვაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლაში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, რომ მწვანე პასპორტი დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აიცრან და "ომიკრონის" წინააღმღდეგ ბუსტერ დოზა გაიკეთონ

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი