"ბოლო დღეებში 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერს ვესაუბრე" | ზელენსკის მადლობა პარტნიორ ქვეყნებს, სადაც საქართველო ვერ მოხვდა

გამოქვეყნდა:

ბოლო დღეებში 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ვესაუბრე. მათი პოზიცია ერთიანია, ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალს, - ამის შესახებ უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. 

უკრაინამ ერთიანი პოლიტიკური განწყობა უნდა აჩვენოს. ბოლო დღეებში 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ვესაუბრე. მათი პოზიცია ერთიანია, ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალს. ამასთან, მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, რომელიც მიზნად უკრაინის დეესკალაციას ისახავს.

უკრაინას საუკეთესო ჯარისკაცები ჰყავს, ეს ადამიანები სანგრებსა და ბრძოლის ველზე ჩვენს სამშობლოს იცავენ. ვალდებულები ვართ ჩვენ დავიცვათ ისინი. თითოეულ ჯარისკაცს და ვეტერანს გავუზრდით ხელფასებს, მათ კარიერულ განვითარებას და წარმატებას ხელს შევუწყობთ. ყველა პარტნიორს საკუთარი სამშობლო აქვს და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკრანიას ჩვენს მაგივრად არავინ დაიცავს. პირველ რიგში, გათვლები ჩვენს თავზე უნდა გავაკეთოთ, - ამბობს ზელენსკი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი