
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით არაფერი შეცვლილა, ვინაიდან მესამე პრეზიდენტთან ამ დრომდე არ უშვებენ ექიმებს.
ხერხეულიძის თქმით, საუბრის ერთ-ერთი თემა კორუფცია, ფასების მატება და მძიმე სოციალური ფონი იყო. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასობრივი საპროტესტო აქციები.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით არაფერი შეცვლილა იგივეა, როგორც იყო იმიტომ რომ იქ არ ყოფილა ექიმი. მისი ჩივილები რჩება ძალაში მაგრამ, დახმარება არსაიდან არ ისმის.
ვისაუბრეთ კონკრეტული კორუფციული ფაქტების შესახებ. ის ეძებს ამ ვითარებიდან გამოსვლის გზებს, ის თანამშრომლობს ყველა ორგანიზაციასთან, რომლებიც შეეცდებიან აქედან დაძლიოს ქვეყანამ პრობლემები, გადაიჭრას საკითხები, რომ ნაკლები დარტყმის და ტკივილის გარეშე გამოვიდეს ხალხი და ნაკლები ზიანი მიიღოს.
თავისი გადასახედიდან ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პრობლემები დაიძლიოს, მაგრამ გზები, ყოველ შემთხვევისთვის ხელშესახები, არ ჩანს და ამას სჭირდება ძალიან დიდი საპროტესტო ტალღა, რომელიც შეძლებს ამ რეჟიმს დაათმობინოს ძალაუფლება და შეიცვალოს ქვეყანაში ვითარება". - თქვა ეკა ხერხეულიძემ
იხილეთ ასევე: