ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში გაემგზავრა. ამის შესახებ ის twitter-ზე წერს და ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას განაგრძობს.

"დღეს მივემგზავრები კიევში, რომ მოლაპარაკებებისთვის შევხვდე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.

როგორც მეგობარი და დემოკრატიული პარტნიორი, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას, მათგან ვინც მის განადგურებას ცდილობს",- წერს ბორის ჯონსონი.

ინფორმაცია, რომ ბორის ჯონსონი კიევში გამგზავრებას აპირებდა გასულ კვირას გახდა ცნობილი. ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი