ხვალ რუსთაველზე, გამოვიტანთ საქართველოს და უკრაინის დროშებს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ხვალ, 2 თებერვალს პარლამენტის წინ, უკრაინის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი დააანონსა:

"მეგობრებო, გთავაზობთ ასეთ რამეს:

ხვალ 12 საათიდან 3 საათამდე რუსთაველზე პარლამენტის წინ გამოვიტანთ საქართველოს და უკრაინის დროშებს, თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ მოაწეროთ ხელი უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად და ამ დროშას ჩვენ წავიღებთ კიევში და გადავცემთ რადას წევრებს.

საშუალება გექნებათ ამ სახით გაუგზავნოთ მხარდაჭერა უკრაინელებს და დააფიქსიროთ საქართველოს პოზიცია

ხვალ 12 დან 3 საათამდე პარლამენტის წინ" წერს ელენე ხოშტარია

შეგახსნებთ, საქართველოს დროშა ვერ მოხვდა დღეს რადას ტრიბუნაზე, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნებს დროშებს შორის. პარალელურად კი, "ოცნებამ" მიიღო რეზოლუცია, რომელსაც ის უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტად ასაღებს, თუმცა მთავარი აგრესორი - რუსეთი, ერთი სიტყვითაც არ ჰყავს ნახსენები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი