ვწუხვარ, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში გუშინ საქართველოს დროშა არ იყო - რადას დეპუტატი

გამოქვეყნდა:

"ვწუხვარ, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს დროშა განსაკუთრებით გუშინ არ იყო", - თქვა უკრაინის რადას დეპუტატმა, ვლადიმერ არიევმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს. 

"2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს დროშა უკრაინის უმაღლეს რადაში იყო და ჩვენ რადას ტრიბუნიდან ვსკანდირებდით: "საქართველოს გაუმარჯოს". პირადად მე პუტინს ფაშისტი ვუწოდე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები რეაგირებას მოახდენენ იმაზე, რაც ახლა უკრაინის ირგვლივ ხდება. სხვა თუ არაფერი, საქართველოს შეუძლია, გაუგოს უკრაინელებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა რაიმე სიგნალი მისცეს უკრაინელებს", - თქვა ვლადიმერ არიევმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს დროშა ვერ მოხვდა გუშინ რადას ტრიბუნაზე, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების დროშებს შორის. პარალელურად კი, "ოცნებამ" მიიღო რეზოლუცია, რომელსაც ის უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტად ასაღებს, თუმცა მთავარი აგრესორი - რუსეთი, ერთი სიტყვითაც არ ჰყავს ნახსენები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი