თაღლითობის საშუალებას არავის მივცემთ - კალაძე სახლების დემონტაჟზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ "ზოგიერთ ადამიანს უსახლკარობასთან და გაჭირვებასთან კავშირი არ აქვს, მიტაცებული აქვთ სახელმწიფო მიწები და შემდეგ ტელევიზიით გაჭირვებაზე საუბრობენ".

ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟი გაიხსენა.

"ბოლო შემთხვევაში როდესაც დემონტაჟს ვახორციელებდით, ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა თავის გაჭირვებაზე მაშინ როდესაც ადამიანს 2015 წელს მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვს 356 000-ლარიანი დახმარება, დიახ მეგობრებო, არ მოგესმათ, 356 000-იანი დახმარება.

ამ ადამიანს აქვს ასევე 3 საცხოვრებელი ბინა ვაკის რაიონში, მე არ იფიქროს ვინმემ, რომ ვიღაცებს რაღაცებს ვუთვლი, ღმერთმა ყველას მისცეს საშუალება და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ თაღლითობის საშუალებას არავის არ მივცემთ, ყოველთვის წინ აღუდგებით უკანონობას, კანონი ყველასთვის არის ერთი", - თქვა კახი კალაძემ. 

მისივე თქმით, მომდევნო 4 წელში თბილისს არცერთი უსახლკარო არ ეყოლება.

ცნობისთვის, 28 იანვარს ორხევის დასახლებაში მერიამ 7 ოჯახს საცხოვრებელი დაუნგრია. ადგილზე მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ გაფრთხილებულები იყვნენ, თუმცა მეტი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი