„ლელო" მხარს დაუჭერს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას

გამოქვეყნდა:

„ლელო - საქართველოსთვის” პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და მის მუშაობაშიც ჩაერთვება. განცხადება ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.

"ლელო" მხარს დაუჭერს  ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნასაც:

“საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, მათ შორის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნას. ახლა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში გააქტიურება იძლევა საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საჭირო რაოდენობის მხარდამჭერები, რათა საგამოძიებო კომისიებმა მუშაობა დაიწყონ. არის რამდენიმე ინიციატივა - მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებით, ასევე ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია და 5 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. ასე რომ, რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაა და მიგვაჩნია, რომ პარლამენტში ეს ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რათა დადგინდეს სინამდვილე და ამავდროულად გამოიკვეთონ ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, დანაშაული მიუძღოდეთ”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ენმ-ძალა ერთობაშიამ პარლამენტში დაბრუნების ერთ-ერთ ძირითად მოტივად სწორედ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა დაასახელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი