ბათუმში, ოპოზიციის წარმომადგენლებს მერთან არ უშვებენ - ჩიქოვანის კაბინეტთან ისევ პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში, ავარიულ სახლში მცხოვრებთა შეკითხვებს ქალაქის მერი, არჩილ ჩიქოვანი ამ დრომდე არ პასუხობს. შესაბამისად, ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ელის 48 ოჯახს, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავარიული სახლის მონახულების შემდეგ ბათუმის მერიაში მივიდნენ, თუმცა მათ არჩილ ჩიქოვანის კაბინეტთან კვლავ სამართალდამცავები დახვდნენ და შენობაში გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

ავარიული სახლების შესახებ კომენტარი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა. ის აცხადებს, რომ ბიუჯეტი მკაცრად არის გაწერილი ავარიულ სახლებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებას ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მიიღებენ.

ამავე თემაზე: 

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ინგრევა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი