
ოფიციალური მონაცემებით დგინდება, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის შეძენილი შენობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო 25 მილიონ ლარს დახარჯავს. თვითონ შენობის შეძენა ბიუჯეტს 34 მილიონი ლარი დაუჯდა.
ობიექტი, რომელიც მთავრობამ სამედიცინო ცენტრისთვის შეისყიდა, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორის, დავით საგანელიძის ძმას ეკუთვნის.
გია საგანელიძე, ''სამედიცინო ინოვაციების ცენტრის'' 100%-იანი წილის მფლობელია.
"უნდა დაწყებულიყო რემონტი, მაგრამ მეორე წელია არაფერი დაწყებულა, თუმცა თანხა, გარემონტებაზე და სტრუქტურის მოწესრიგებაზე იყო გამოყოფილი", - ამბობს "ლელოს" წევრი, ვატო სურგულაძე.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ათობით მილიონიანი ფინანსური ტრანზაქციის უკან კორუფციული გარიგებებია.