​ბიტკოინების ქარხანა გორის კულტურის ცენტრში | "მთავარის" ინფორმაციით, საქმეზე მაღალჩინოსანი დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში აღმოჩენილ მაინერებსა და ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია გორში 2 დღის წინ ჩატარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი ქვათაძე დააკავეს. მასთან ერთად გამოკითხვაზე გადაიყვანეს ცენტრის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნებიც, თუმცა მოგვიანებით, ყველა მათგანი გაათავისუფლეს. 

აღმოჩენილი მაინერებით, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე მუშაობდა, კონკრეტული ჩინოვნიკები წლების განმავლობაში მდიდრდებოდნენ.

ცენტრს ცოტა ხნის წინ დირექტორი შეეცვალა. ამ თანამდებობაზე დაინიშნა დავით წეწვაძე, რომელმაც საკადრო პოლიტიკა შეცვალა და სამსახურიდან ბევრი ადამიანი გაუშვა, მათ შორის "ქართული ოცნების" პარტაქტივი. სწორედ ამის შემდეგ, ხელმძღვანელებზე განაწყენებულმა აქტივისტებმა ბიტკოინების ქარხანასთან დაკავშირებით ინფორმაცია სუს-ს მიაწოდეს.

სახელმწიფო უწყებებში "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობენ. კითხვებს არ უპასუხა არც თავად გიორგი ქვათაძემ.

"მთავარი არხი" საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი