შვედეთი კოვიდრეგულაციებს აუქმებს

გამოქვეყნდა:

შვედეთი მომავალი კვირიდან ყველა მოქმედ კოვიდრეგულაციას აუქმებს, - ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. მათი ინფორმაციით, მთავრობამ გადაწყვეტილება ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა და საავადმყოფოებში მართვადი სიტუაციის გამო მიიღო. 

დროა, კვლავ გავხსნათ შვედეთი. პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ის სრულიად ახალ ფაზაშია, - თქვა პრემიერმინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.

ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელის მიუხედავად, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო COVID 19-ს კრიტიკულად არ მიიჩნევს, ვინაიდან ქვეყანაში მოსახლეობის 74% თითქმის სრულად ვაქცინირებულია

შეგახსენებთ, რომ კოვიდრეგულაციები უკვე რამდენიმე ქვეყანაში მოიხსნა, მათ შორის დანიასა და დიდ ბრიტანეთში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი