შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო აშშ-ში კიდევ 4 000-მდე რეისი გაუქმდა

გამოქვეყნდა:

შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო, აშშ-ში ავიაკომპანიებმა ათასობით ფრენა გააუქმეს - ინფორმაციას CNN ავრცელებს. მხოლოდ დღეს, აშშ-ის ფარგლებსა და მის გარეთ, 4 000-მდე ფრენაა გაუქმებული, 3 700-ზე მეტი კი გადაიდო. 

ყველაზე მეტი ფრენა ტეხასში გაუქმდა. ფრენების განრიგს ვერ მიჰყვებიან ვერც ინდიანაპოლისში, კოლუმბუსში, ცინცინატსა და კლივლენდში.

Southwest Airlines-მა დაგეგმილი ფრენების 15% გააუქმა (400-მდე ფრენა), American Airlines-მა 16%, United Airlines-მა კი 10%.

ავიაკომპანიებში ამბობენ, რომ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, ისინი, ვინც ბილეთებით ვერ სარგებლობენ, ხელახალი ჯავშნის გაკეთებას უფასოდ შეძლებენ.

იხილეთ ასევე:
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი