საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 24 თებერვალს გაიმართება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე გამოკითხეს.

გარდა ამისა, პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა მასთან ექიმებს არშეშვებას, მოსამართლეს გამოეტანა განჩინება და დაევალებინა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ამ ფაქტის მოკვლევა, თუმცა მოსამართლე ჩახნაშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომას თავად მესამე პრეზიდენტიც ესწრებოდა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, უკვე 5 კვირაა, ციხეში მის პირად ექიმს არ უშვებენ და მოითხოვა, დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმების დაშვება დაწესებულებაში. მესამე პრეზიდენტმა უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა.

სხდომის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მხარდამჭერებმა მესამე პრეზიდენტი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

საზღვრის კვეთის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 24 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ასევე იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი