უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ცხინვალის ანექსიისთვის - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლოში მისთვის დათმობილი 15 წუთის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და პუტინის გეგმებზე ისაუბრა. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პუტინი პროვოკაციებისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის ემზადება. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართა და თქვა, რომ თუ დღეს ისინი ხმას არ ამოიღებენ, არანაირი გამოსავალი ამ ბრძოლაში აღარ იქნება. 

"მე მინდა, ვთქვა, რომ სიტუაცია არის ძალიან რთული, ჩემო მეგობრებო! თქვენ ხედავთ, რომ მე ვარ აქ უკრაინის სიმბოლიკით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია. მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკისა და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის. და ისე, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია, სულ ფეხებზე კიდია პუტინს. ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება. ეს იქნება ივანიშვილისა და პუტინის ერთობლივი თამაში დე-ფაქტო ჩვენი ტერიტორიების ანექსიის, ხალხო. ამიტომ თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება არანაირი გამოსავალი",- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის კვეთის საქმეზე, მიმდინარეობს. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი