
გერმანული გამოცემა DPA ნატოს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს. სააგენტო წერს, რომ სტოლტენბერგის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 5 კანდიდატი განიხილება.
მათივე ინფორმაციით, ამ პოსტზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე, ესტონეთის პრემიერი კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი განიხილებიან.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ნატოს გენერალური მდივანი, იენ სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკს უხელმძღვანელებს.