"წამების მსხვერპლის რეაბილიტაციაზე უარი არის წამების განგრძობადობის ფორმა... დღეს პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ღიად თქვა - ვარ ცუდად, მჭირდება ექიმი და არ მმკურნალობენ" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"წამების მსხვერპლის რეაბილიტაციაზე უარი არის წამების განგრძობადობის ფორმა... დღეს პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ღიად თქვა - ვარ ცუდად, მჭირდება ექიმი და არ მმკურნალობენ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია საუბრობს. 

როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, შუამდგომლობა, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხება, რადგან მას ექიმების დახმარება სჭირდება, თავს ცუდად გრძნობს და არ მკურნალობენ. 

წამებაზე თუ მიმდინარეობს გამოძიება, ესე იგი, მართლა კიდევ უფრო მეტია ალბათობა, რომ მის მიმართ გრძელდება კონკრეტული ქმედება განგრძობით ხასიათს ატარებს, ქალბატონი მარიამიც [ჯიშკარიანი] დამეთანხმება, რომ წამების მსხვერპლის რეაბილიტაციაზე უარი, იქნება ეს რეაბილიტაციაზე უარი, შიმშილობის მსხვერპლის რეაბილიტაციაზე უარი, იქნება ეს რეფიდინგის ნაწილი, იქნება ეს ფიზიოლოგიური ჯანმრთელობის ნაწილი, იქნება ეს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ნაწილი, ეს არის წამების განგრძობადობის ფორმა.

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მახათს უნდა ურჭობდნენ ფრჩხილებში ყოველდღე, არა, როდესაც რეაბილიტაციას არ უტარებ, მისი მდგომარეობა მინიმუმ არ იცვლება, არ უმჯობესდება და ჩვენ ვიცით, რომ უარესდება ნევროლოგიური სტატუსის გამო, ეს არის წამების, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების, მესამე მუხლის დარღვევა, წამების შესახებ საერთაშორისო კონვენციითაც წამების განგრძობადობა და ჩვენი კანონმდებლობითაც ასეა, იმიტომ რომ პრაქტიკულად იდენტურია, პირდაპირ გადმოწერილია კონვენციური რეგლამენტაცია ჩვენს კანონმდებლობაში.

ამიტომ, რაც თქვა მიხეილ სააკაშვილმა, ამის საფუძველზე დადგა შუამდგლომლობა, სხვათაშორის, მოსამართლემ ვერ თქვა შუამდგომლობაზე უარი,  და თქვა, რომ ამ ეტაპზე არ ვაკმაყოფილებ...

ყველაფერს აქვს თავისი ფასი, უარიც არის პასუხი და ამგვარი უარი, რომელიც არის ღია და ზედაპირული დარღვევა როცა ადამიანი გამოდის პროცესზე და პოლიტიკური ტექსტი მას დიდი ჰქონდა, მაგრამ 3-ჯერ თუ 4-ჯერ გაიმეორა ადამიანმა, რომ ცუდად ვარ და არ მმკურნალობენ. მიმკურნალონ, მეტს რას ითხოვს. ცუდად ვარ და მიმკურნალონ, იძახის პირდაპირ. და პასუხი რა უნდა იყოს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს. ვერ გაგრძელდება ეს ოღონდ, გამორიცხულია. 

ჩემთვის, ამ წუთას, ეს არის პირველხარისხოვანი ამოცანა, რომ ეს ადამიანი იქიდან გამოვიდეს ჯანმრთელი. უფრო სწორად, იქიდან ჯანმრთელი ვერ გამოვა, მაგრამ გამოვიდეს და გამოჯანმრთელდეს. დანარჩენი მე  ამ წუთში, ყევლაფერი მაინტერესებს გაცილებით უფრო ნაკლებად. ეს ამ წუთში ცხოვრების პირველხარისხოვანი ამოცანაა, - ამბობს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი