გასაუბრებები კანცელარიაში - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები ცნობილია

გამოქვეყნდა:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელმძღვანელობის კანდიდატებად კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი და ლელა ალფაიძე, ხოლო ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებად შეირჩნენ. ​დასახელებულებიდან, პრემიერი ორ-ორ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს.

"მთავარის" ინფორმაციით, მმართველი ძალა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძეს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ლელა ჯანაშვილს ჩააბარებს.

კაციტაძე ამჟამად გენპროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გამოძიების საპროცესო ხელმძვანელობის დეპარტამენტის უფროსია.

გასაუბრების შემდეგ, სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ კონკურსები ხელახლა უნდა გამოცხადდეს რადგან კანდიდატების დიდ ნაწილს საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს.

სახალხო დამცველის აპარატი ახლა თავის შენიშვნებს დაასაბუთებს და კომისიას წარუდგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი