ფარული მოლაპარაკება საგანძურზე გამჟღავნდა - აზერბაიჯანს განჯის კარის დაბრუნება უნდა

გამოქვეყნდა:

ფარული მოლაპარაკება საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადების შემდეგ გამჟღავნდა.

ანარ ქარიმოვის გზავნილიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანული მხარე, გელათის ტაძრიდან, ისტორიული ძეგლის - განჯის კარის გატანას გეგმავს.

კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, რომელიც დავით აღმაშენებლის მემკვიდრის, დემეტრე პირველის სახელს უკავშირდება, უკვე 9 საუკუნეზე მეტია, ქართველ ხალხს ეკუთვნის და ის გელათის კარიბჭეშია ჩაშენებული.

რას აპირებს ქართული მხარე, ჯერ უცნობია. ისტორიკოსები ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება, ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ისტორიული დანაშაული იქნება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი