გვინდა განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს ოფიციალური მოლაპარაკებების გზით დაუბრუნდეს - ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა, განჯაში ყოფნისას, ადგილობრივ მედიასთან გააკეთა.
მინისტრის თქმით, ამ თემაზე საუბარი ქართულ მხარესთან, მისი საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს შედგა. ანარ კარიმოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2021 წლის ივლისში იმყოფებოდა.
"განჯის ჭიშკრის ბედზე საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან ჩვენ ვიმსჯელეთ იქ ჩემი ბოლო ვიზიტისას. გვინდა განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს ოფიციალური მოლაპარაკებების გზით დაუბრუნდეს. მოლაპარაკებების პროცესი მარტივი არ არის. როგორც იცით, არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებისთვის სამთავრობო კომისიები და ეს საკითხი აზერბაიჯანულმა მხარემ კომისიის დღის წესრიგში ,განსახილველ საკითხად შეიტანა. ჩვენი მიზანია, განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს დაუბრუნდეს" - განაცხადა კარიმოვმა.
განჯის ჭიშკრის ფრაგმენტი გელათის მონასტერში ინახება. ისტორიული ცნობებით, ის მე-12-ე საუკუნეში მეფე დემეტრე I-მა ჩამოხსნა განჯაში ლაშქრობისა და ქალაქის აღების შემდეგ და როგორც სამხედრო ნადავლი, გელათის მონასტერს შესწირა.