სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

გამოქვეყნდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ამ წუთებში სტიქიის ზონაში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის ​ქრობის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ​ახორციელებდნენ. იმის გამო, რომ ადგილი მიუვალია, ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში მხოლოდ ცოცხალი ძალა ჩაერთო.

ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა მრავალწლიანი ხეების ნაწილიც.

ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გუშინ, შუადღეს, ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. აალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი