არახამიას თქმით, აშშ-უკრაინის შორის მინერალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება უახლოეს დროში მოხდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის მმართველი პარტიის, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, მინერალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება უახლოეს დროში მოხდება.

არახამიას თქმით, ფრაქციის დეპუტატები უმაღლეს რადაში გამართავენ შეხვედრას მოლაპარაკებებში მონაწილე სუბიექტებთან.

"უახლოეს დღეებში ფრაქციაში ყველა დეტალს განვიხილავთ, ამისთვის მოვიწვევთ მოლაპარაკებებში ჩართულ ჩვენს წარმომადგენლებს. ჩემი წინასწარი პროგნოზით, ყველაფერი კარგად იქნება. და უახლოეს დროში მოხდება რატიფიცირება, იმისთვის რომ ამერიკასთან ჩვენი ეფექტური თანამშრომლობა გაგრძელდეს", - თქვა დავით არახამიამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი 30 აპრილს მოაწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი