"დაჩი ტაბატაძე ძალადობდა მამაჩემზე... აპატია პოლიციამ" - რა გახდა ხაშურში დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი

გამოქვეყნდა:

გახდა თუ არა სამართალდამცველების გულგრილობა ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი - დედა-შვილმა, რომლებიც მეზობლის მხრიდან ძალადობაზე თვეების განმავლობაში საუბრობდნენ, სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულეს.

50 წლის მურთაზ მაჩხაშვილი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი გუშინ დილით ნახეს, მის დედას, ვენერა ღონღაძეს კი რამდენიმე საათში ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი ვერსიით, ის მიკროავტობუსს თავად შეუვარდა.

ორივე გარდაცვლილი შშმ პირი იყო და დიდი ხნის განმავლობაში მეზობლის მხრიდან სისტემატურ ძალადობაზე საუბრობდნენ.

საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ მეზობლებიც. ამბობენ, რომ მეზობელი, რომელიც ამ ადამიანებზე ძალადობდა, ვინმე დაჩი ტაბატაძეა.

ოჯახის წევრი, ნათია მაჩხაშვილი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, ამბობს, რომ ტაბატაძის მხრიდან ძალადობის მიზეზი სახლი იყო, რომელიც მის მამას ეკუთვნის.

"ყველაფერი თვე-ნახევრის უკან დაიწყო. ძალადობა, ცემა მამაჩემზე. მიზეზი არის სახლი, რომელიც მამაჩემს ეკუთვნის. დაჩი ტაბატაძეს მინდა მივმართო, რაც გააკეთა და რაც აპატია ჩვენმა პოლიციამ, რომელიც ასე ადვილად საპატიებელი არ იყო და როგორ მიიყვანა მამაჩემი თვითმკვლელობამდე... თუ სხვა რამეზე აქვს თვალი, ვეუბნები, ეგეთი რამე არ მოხდება", - ამბობს ნათია მაჩხაშვილი.

ბრალდებების ადრესატი დაჩი ტაბატაძე, რომელსაც ორი ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან, ჯერჯერობით მედიასთან არ ჩნდება და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

გარდაცვლილ დედა-შვილს ნათესავები დღეს დაკრძალავენ.

კითხვას - რატომ არ მოხდა პოლიციისგან შესაბამისი რეაგირება მაშინ, როდესაც ოჯახი მეზობლის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა, შსს-ში პასუხობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით არის დაწყებულია, რაც ძალადობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი