ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, დიდ ბრიტანეთში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"მაშ ასე, რამდენიმე ფაქტი გაერთიანებული სამეფოს შესახებ,
- ტერიტორიით საქართველოზე 3 ჯერ დიდი, მოსახლეობით კი 18 ჯერ (68 მილიონი)
- მინიმალური პენსია 3000 ლარზე მეტი
- მინიმალური ხელფასი 6000 ლარზე მეტი
- ეკონომიკის სიდიდით მე-5 მსოფლიოში (ტერიტორიით მე-80), ერთ სულ მოსახლეზე კი $ 41,000
- ერთ ერთი საუკეთესო სასამართლო და საკუთრების დაცვის სისტემა მსოფლიოში, რომელიც ქვეყანაში იზიდავს მილიარდობით ინვესტიციას და ქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს
- გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს 145 მილიარდერი, რაოდენობით მეხუთე მსოფლიოში
- ქვეყანაში ცხოვრობს 6,5 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე, (აქედან ნახევარზე მეტი ევროკავშირიდან) (მოსახლეობის თითქმის 10%)
- ბოლო 20 წლის მანძილზე, წმინდა მიგრაცია შეადგენს საშუალოდ 200 ათას ადამიანს წელიწადში (ხალხი ჩადის საცხოვრებლად, არა პირიქით)
- მსოფლიოში მე-13 ზოგადი განათლების სისტემით, უმაღლეს განათლებაზე არაფერს ვწერ (ოქსფორდ/კემბრიჯების სამშობლო)
- მხოლოდ პრემიერ ლიგა $10 მილიარდიანი ინდუსტრია, რომელიც 100 ათასამდე სამუშაოს ქმნის.
- მხოლოდ (NHS), ორგანიზაცია რომელიც უზრუნველყოფს უფასო ჯანდაცვას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ასაქმებს 1,5 მილიონ ადამიანს
რაც მთავარია, თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი უპირობო ლიდერი, საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი
პ.ს. ბრიტანეთის ისტორიაზე, როლზე და მნიშვნელობაზე თანამედროვე მსოფლიოში საერთოდ არაფერს ვახსენებ", - წერს გიორგი ქადაგიძე.