"აწარმოებდნენ რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკას... საფრთხე, რომელსაც რუსეთი გვიქმნის, წარმოიშვა ნიკა გვარამიას მთავრობაში ყოფნის დროს | ვოლსკის "ბრალდება"

გამოქვეყნდა:

"არ არის ეს ნიკა გვარამიას განცხადება, ეს არის რუსეთის ფედერაციის განცხადება" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი "მთავარი არხის" ეთერში გასულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინის შემდეგ საქართველო იქნება. 

ვოლსკის მტკიცებით, რუსული საფრთხე რეგიონში წარმოიშვა მაშინ, როცა "ნიკა გვარამიას მთავრობა იყო ხელისუფლებაში".

მან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. 

"არ არის ეს ნიკა გვარამიას განცხადება, ეს არის რუსეთის ფედერაციის განცხადება. მას აინტერესებს, რომ დაძაბულობა შეინარჩუნოს საქართველოსა და რეგიონში. საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საქართველოსა და კავკასიის რეგიონს, არ წარმოშობილა გუშინ, ეს წარმოიშვა მაშინ, როცა ნიკა გვარამიას მთავრობა იყო ხელისუფლებაში და საწინააღმდეგოდ იმ იდეისა, რაც ჰქონდა აშშ-სა და ევროკავშირს, აწარმოებდა რუსეთისათვის სასარგებლო პოლიტიკას და დღეს მივიღეთ ის, რომ ტანკის ლულა არის ჩვენზე დამიზნებული", - ამბობს გია ვოლსკი. 

ცნობისთვის, საერთაშორისო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსეთი დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობას აღიარებს, კრემლი ე.წ სამხრეთ ოსეთში დაჩქარებული ტემპებით ჩაატარებს რეფერენდუმს, რაც ცხინვალის რეგიონის ანექსიითა და ორი ოსეთის გაერთიანებით დასრულდება.

რაც შეეხება აფხაზეთს, რუსეთი აპირებს გადმოსწიოს საოკუპაციო ხაზი და რუსული ბლოკპოსტები იმგვარად განალაგოს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ნაწილიც მოხვდეს.

პუტინის გეგმის შესახებ სასამართლო პროცესზე ჯერ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შემდეგ კი ვრცლად "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა.

იხილეთ ასევე:

ცხინვალის ანექსია, "ორი ოსეთი", ანაკლია და ენგურჰესის კაშხალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე - კრემლის ახალი გეგმა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი