ხაშურში 50-წლამდე კაცი დედამ სახლში ყელგამოჭრილი იპოვა. შუა ხნის ქალს მომხდარიდან მალევე მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს თვითმკვლელობისა და საგზაო მოძარობის წესების დარღვევის მუხლებით იძიებს.
გარდაცვლილების მეზობლები ფიქრობენ, რომ დედა-შვილი მოკლეს. ადგილობრივები მომხდარში დაჩი ტაბატაძეს ადანაშაულებენ და ყვებიან, რომ ის გარდაცვლილებზე სისტემატიურად ძალადობდა. დედა-შვილის გარდაცვალების შემდეგ მეზობლებს დაჩი ტაბატაძის ოჯახის ახლობლები ემუქრებიან.
"აქამდე მუქარები ყველა გასაჯაროვე რაც კი გამომიგზავნეს, ამის შემდეგ იყო მხოლოდ გაფრთხილება, ისიც კეთილისმსურველმა, ამ ოჯახთან დაახლოებულმა პირმა, მითხრა, რომ 100%-ით მართალი ხარ, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მე ამ ოჯახის წევრებს ვიცნობ ძალიან კარგად, და ვიცი რომ ყველაფერზე არიან წამვლელები, ძალაინ გთხოვ, გაუფრთხილდი შენ თავს და ოჯახს.
ფაქტი ერთია, თუ ბატონმა მურთაზმა თავი მოიკლა, მაინც ამ პიროვნებას ეკისრება პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ მან მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ამ ცემის ფაქტამდე ბატონი მურთაზი იყო სოციალურად აქტიური ადამიანი. გარდა ამისა, აგინებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა იმდენს, მეზობლებიც ვეღარ ითვლიდნენ და ჩუმდებოდნენ ხოლმე", - ამბობს გარდაცვლილების მეზობელი, მარიამ მეყანწიშვილი.
დაჩი ტაბატაძის ადვოკატი ამბობს, რომ რა მოხდა ექსპერტიზა დაადგენს, ხოლო მეყანწიშვილს არავინ არაფერს ჰკითხავს. მისი თქმით, სასაცილოა იმის თქმა, რომ ის გარდაცვლილებზე ძალადობა.
შეგახსენებთ, ხაშურში 50 წლის მურთაზ მაჩხაშვილი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი 5 თებერვლას დილით ნახეს, დედას, ვენერა ღონღაძეს კი რამდენიმე საათში მიკროავტობუსი დაეჯახა. ორივე გარდაცვლილი შშმ პირი იყო და დიდი ხნის განმავლობაში მეზობლის მხრიდან სისტემატურ ძალადობაზე საუბრობდნენ.
ამავე თემაზე: