საგამოძიებო კომისია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - ინიციატივა დღეს პარლამენტს წარედგინება

გამოქვეყნდა:

შეიქმნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია - ინიციატივა დღეს პარლამენტს წარედგინება. პროექტის ავტორი "ნაციონალური მოძრაობაა".

თუ კომისია შეიქმნება ჯგუფის წევრებმა უნდა გაარკვიონ, ჰქონდა თუ არა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინ მონაწილეობდა მასში და რატომ. დეპუტატებს სურთ დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდეს და ბრძანების გამცემი საჯარო მოხელეები დაისაჯონ.

საგამოძიებო კომისიის შემქნას ღიად მხარს უჭერს "ლელო". "გირჩს" საკუთარი პირობები აქვს, "საქართველოსთვის" წევრები კი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ. იცინიატივას სულ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი