კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 

გამოქვეყნდა:

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა "ლელოს" ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.

საფუძვლად კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ნორმა დაასახელა, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა დღესვე, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასაც დაუჭირა მხარი.

საბოლოო გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ მომავალ კვირას მიიღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი