პრეცედენტი არ ყოფილა...რუსეთს ფსიქოლოგიური ბარიერი გადავალახინეთ - ირაკლი მაჩხანელი რუსეთთან ერთობლივ შეკრებაზე

გამოქვეყნდა:

პრეცედენტი არ ყოფილა ისეთი, რომ რუსეთთან გააკეთო რაიმე სახის შეკრება - ასე ეხმაურებიან ყოფილი მორაგბეები ფაქტს, რომ საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს.

მორაგბეები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რაგბის კავშირში ჩატარებული ე.წ. რეორგანიზაციის შემდეგ, გადაწყვიტა "რუსეთთან დათბობის" პოლიტიკა გაატაროს და საქართველოს ნაკრების რუსეთთან დაუმარცხებლის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს რაგბის ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტებული კლუბი, "შავი ლომი" რუსეთის "პემზამ" დაამარცხა. 

"არის პრინციპული საკითხები, რომელსაც საზოგადოება სენსიტიურად აღიქვამს, მათ შორისაა ბორდერიზაცია. ამ დიდ კონტიგენტში გულშემატკივარია, რომელიც მწვავედ აღიქვამს ამ საკითხს. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელი. მითუმეტეს, პრეცედენტი არ ყოფილა ისეთი, რომ რუსეთთან გააკეთო რაიმე სახის შეკრება. რუსეთს ფსიქოლოგიური ბარიერი გადავალახინეთ, თითქოს, თუნდაც "შავი ლომის" ფაქტთან დაკავშირებით, ეს შეკრებაც იმას ემსახურება, რომ ისინი უფრო ლაღად იყვნენ",- ამბობს ყოფილი მორაგბე, ირაკლი მაჩხანელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის 7-კაცა რაგბის ნაკრები საქართველოში საწვრთნელ შეკრებას გაივლის, ქართული მხარე კი ოკუპანტი ქვეყნის სპორტსმენების მასპინძლობას სრულად საკუთარ თავზე იღებს. მენეჯერს, ნიჟარაძეს კი ამ თემაზე "მთავარ არხთან" კომენტარის გაკეთება არ სურს.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი