"ამისთვის გჭირდებათ რომ გადაიღოთ, პოპულისტები ხართ" - დაპირისპირება საკრებულოში 

გამოქვეყნდა:

საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციას, პოლიტიკური შოუს მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს და უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს. 

ირაკლი ხმალაძეს დღეს ოპოზიცია, უკანონო მშენებლობების შესახებ, განმარტებების მოსასმენად ელოდებოდა, თუმცა კალაძის მოადგილე საკრებულოში არ მივიდა

კალაძემ დღეს თქვა, რომ სად და როდის წავა ხმალაძე, ამას ხმალაძე არ წყვეტს.

"ოცნების" დეპუტატი ოთარ გრიგოლია ამბობს, რომ ახლა ოპოზიცია კამერებთან პოზირებს.

"ამისთვის გჭირდებათ რა, ეს რომ გადაიღოთ, პოპულისტები ხართ. აზრზე არ ხართ, რას ნიშნავს ერთსართულიანი შენობა?! მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, რომ კერძო საკუთრებაში რამე დაანგრიოს. როცა საკრებულოს წევრი ხარ, ასეთი რაღაცები უნდა იცოდე. რა დავანგრიე, იტყუები!",- უთხრა გრიგოლიამ საკრებულოს შენობის ფოიეში კამათისას, ენმ-ს დეპუტატს, გოგა ონიანს. 

"ოცნებაში" უკანონო მშენებლობებზე ამბობენ, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მიწაზე აგებული შენობებს ანგრევენ.

ცნობისთვის, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სარჩელს ამზადებენ და აპირებენ, რომ სასამართლოს მიმართონ. მათი თქმით, მერიც და მისი მოადგილეც ვალდებულია, მივიდნენ საკრებულოში და კითხვებს პასუხები გასცენ. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი